გიორგი მარგველაშვილი: არჩევნების მოგება არ გამიჭირდებოდა

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარის მიზეზი კიდევ ერთხელ ახსნა.

„იგივე უფლებამოსილების განხორციელება შეზღუდული უფლებებით ნიშნავს შევსულიყავი იგივე მდინარეში შეზღუდული უფლებებით, ამისი სურვილი და საჭიროება არ არსებობდა. ეს არ იქნებოდა პროდუქტიული. არ მქონდა ისეთი წარმოდგენა, რომ სხვა ვერ გააკეთებდა ამას“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა.

მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ არჩევნების მოგება არ გაუჭირდებოდა. „პრობლემა იყო შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ინტერვიუში მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ კანდიდატზე უარის თქმის გადაწყვეტილებაც შეაფასა. „ვამბობდი რომ საკუთარ კანდიდატურას ვერ დააყენებდნენ, ვამბობდი, რომ ეს კარგი იქნებოდა ქვეყნისთვისაც და „ქართული ოცნებისთვისაც“. იქამდე ვიარე, სანამ არა მივიყვანე აქამდე“, – თქვა მარგველაშვილმა.

31 აგვისტოს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა რომ არჩევნებში კენჭს არ იყრის.

Facebook Comments

ახალი დადებული