ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია–გუგული მაღრაძე მარიხუანის შესაძლო ექსპორტის შესახებ

საქართველოდან მარიხუანის ექსპორტთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე, მისი თქმით, ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია და საქართველოს ისედაც არ აქვს ბევრი რესურსი, რომ ქვეყნის გარეთ იქნას რეალიზებული, შესაბამისად მარიხუანის ექსპორტით ქვეყნის ფინანსური შემოსავალი გაიზრდება.

“ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არ გვაქვს, იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებში, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში” – განაცხადა მაღრაძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს იმის პოტენციალი, რომ მარიხუანა ქვეყნის გარეთ გაიტანოს, გუგული მაღრაძე პასუხობს, რომ ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია და საქართველოში სოფლის მეურნეობა განვითარებულია.

“სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, მალინას და სადღაც მოიყვანენ ამას. ეს იქნება ლიცენზირებული, გათვლილი იმის მიხედვით, რომ ქვეყნისთვის მოიტანოს მეტი მოგება” – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული