ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.

სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ რამდენიმე წუთის წინ გახდა.

სარალიძის შეუძლოდ გახდომას წინ სამართალდამცავებსა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება უძღოდა.

საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეების გზის გადაკეტვის და პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძეს და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება.

უკვე მეორე დღეა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ღამეს რუსთაველის გამზირზე ათევენ. ცოტა ხნის წინ ამოიწურა აქციის მონაწილეების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აქცია კარვის გაშლის გარეშე გაგრძელდება. ის შიმშილობის გაგრძელებასაც გეგმავს.

Facebook Comments

ახალი დადებული