Advertisements

რა სიმპტომები ახასიათებს შაკიკს და რით შეიძლება დაავადების შემსუბუქება

შაკიკი (ჰემიკრანია) უძველესი დროიდან გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც თავის ერთ რომელიმე ნახევარში განვითარებული ძლიერი, შეტევითი ტკივილი ახასიათებს. ძირითადად, გავრცელებულია ახალგაზრდა ასაკში, ხშირია ბავშვებშიც. ქალებში კი უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

Nusagi

შაკიკის შეტევის გამომწვევევი პროდუქტებია: ე.წ. „ჰოლანდიური ყველი“, შოკოლადი, ყავა, ჩაი, ალკოჰოლი, თამბაქო.

შაკიკის სიმპტომებია: ნახევარი სახის ტკივილი, ყნოსვითი აურა, ხმაურისა და სინათლის აუტანლობა და გულისრევის ძლიერი შეგრძნება.

შაკიკის სამკურნალოდ გამოიყენება ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები, მცენარეული პრეპარატები, სეროტონინის აგონისტები. გარდა ამ პრეპარატებისა, შაკიკიან ავადმყოფებს სჭირდებათ დიდი რაოდენობით B ჯგუფის, C და E ვიტამინები, მინერალები (მაგნიუმი), ამინომჟავები (ტრიპტოფანი, ტაურინი) და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებები.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული