სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილები ბრიტანელი მსახიობები აღმოჩნდნენ?

საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. სოლსბერიში ГРУ-ს ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლაში ეჭვმიტანილები – ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი – ბრიტანელი მსახიობები პოლ კოლინსონი და ჯეფრი ფილდსი აღმოჩნდნენ, ხოლო ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან, რომელზეც ისინი არიან აღბეჭდილი, კადრები ყოფილა სერიალიდან „KGB Spy“, რომელიც ბრიტანეთის ტელევიზიით 2000-იანი წლების დასაწყისში გადიოდა. ამის შესახებ თავის ფეისბუქგვერდზე პროდიუსერმა მაიკლ კილიგანმა დაწერა.

მაშ ასე, მსოფლიო მასშტაბის სკანდალი, რომლის გამოც აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას სანქციები გამოუცხადეს და მილიარდობით ზარალი განიცადეს, აგრეთვე ლონდონთან სოლიდარობის ნიშნად ასობით რუსი დიპლომატის გაძევება ამაზრზენი, ყველა მისი მონაწილისთვის სამარცხვინო სპექტაკლი აღმოჩნდა!

„მეგობრებო, აქ აი, ასეთი საკვირველი საქმეა… დედა ტერეზა (იგულისხმება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი – რედ.) ორი „რუსის“ ფოტოებს აჩვენებს, რომლებიც თითქმის 20 წლის წინ ჩემს სერიალში მონაწილეობდნენ, თან კადრიც იქიდან აიღეს. და კიდევ მოვლენათა ვერსიას თითქოს ჩვენი სცენარის მიხედვით ყვებიან. ნუთუ MI 5 ჩვენს სცენარებს კითხულობს? სხვათაშორის, ორივე ყმაწვილი ბრიტანელია, თუმცა, სხვა ფილმებში ისინი არ მინახავს. იქნებ მართლა გაემგზავრნენ КГБ-ზე სამუშაოდ“, – დაწერა კილიგანმა ფეისბუქში და ბოლო ფრაზას სასაცილო „სმაილიკი“ დაურთო.

Facebook Comments

ახალი დადებული