კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით, საქართველოში კანაფის წარმოება დაიწყება

საქართველოს მთავრობა განიხილავს ვერსიას, რომ კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით, საექსპორტოდ, ქვეყანაში კანაფის წარმოება დაიწყოს. თუმცა ეს საქმიანობა მკაცრად ლიცენზირებული იქნება. შესაბამისი კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომზადებული აქვს და მასზე ხვალ მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.

მმართველმა გუნდმა ეს იდეა ჯერ კიდევ გუშინ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილა. იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც კანაფის ექსპორტი ხდება, არის ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია და სხვები.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო კანაფის ექსპორტიორი გახდება, მისი გასაღება ქვეყანაში ისევ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი მკაცრ შეზღუდვებს აწესებს. განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

Facebook Comments

ახალი დადებული