აჭარაში 2 ექიმს სამედიცინო საქმიანობის უფლება ჩამოართვეს

აჭარაში 2 ექიმს სამედიცინო საქმიანობის უფლება ჩამოართვეს. კიდევ ორ მედიკოსს მუშაობის უფლება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს, 5 კი წერილობით გააფრთხილეს. მონაცემებს აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ექიმების კვალიფიკაციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. დავით სერგეენკოს თქმით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ექიმებს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღებაში და არა ლიცენზიების შეჩერებაში.

მინისტრი ამბობს, რომ სამედიცინო შეცდომები სხვა ქვეყნებშიც ხდება და საქართველო გამონაკლისი არ არის.

„ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგონ და არა ისე, რომ სხვაგან უარესია და ჩვენთან უკეთესი. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც საექიმო შეცდომების შეფასების ბრწყინვალე სისტემაა აქვთ, ადამიანების სიკვდილიანობის მესამე მიზეზი საექიმო შეცდომაა. წელიწადში ეს არის 250 ათასი ადამიანი. თუ მაჩვენებელს გადმოვიყვანთ ჩვენს მოსახლეობაზე, კლინიკებში საექიმო შეცდომით დღეში 8 ადამიანი უნდა კვდებოდეს, საბედნიეროდ ასეთი არ ხდება, მაგრამ არა გვაქვს სისტემა, რომელიც უტყუარად განსაზღვრავს ამას” – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მინისტრმა.

2018 წლის 5 თვეში პროფესიული პასუხისმგებლობა 116 ექიმს დაეკისრა.

Facebook Comments

ახალი დადებული