მერია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. სასწავლო კურსი 25 ქალისთვის განკუთვნილია.

მერიის ცნობით, კურსთან დაკავშირებულ ხარჯს, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებას ავტოსკოლა დაფარავს.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე დასაქმდებიან. კურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2018 წლის 21 სექტემბერია.

Facebook Comments

ახალი დადებული