პარლამენტის კომიტეტმა დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 12 აგვისტოს დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი, “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო-დიდგორობა ემატება.

ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნა გახდა.

კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ყურადღება სწორედ “ქართული ოცნების“ დეპუტატთა პროექტზე გამახვილდა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და შემდგომ პროცესი აღარ გაგრძელდა.

Facebook Comments

ახალი დადებული