ქუთაისში სალომე ზურაბიშვილს აქციით დახვდნენ

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ქუთაისში ოპოზიციამ გააპროტესტა. ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციიის ,,ძალა ერთობაშია” წარმომდგანლები მესხიშვილის თეატრის წინ საყვირებით და ტრანსფარანტებით მივიდნენ.

“ნუ შეურაცხჰყოფთ გმირებს”, “სალომე ვოვას ფავორიტი” – ამ ლოზუნგებით გამართეს მათ საპროტესტო აქცია.

ისინი ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად ყოფნას და ხელისუფლების მხრიდან მის მხარდაჭერას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, კანდიდატი, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა გახდეს.

დღეს ქუთაისში სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა. ის ამომრჩევლებს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ  წარუდგინა.

Facebook Comments

ახალი დადებული