გორში 14 წლის გოგო ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი იპოვეს

გორში 14 წლის გოგო სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, არასრულწოვანი ფეხსაცმლის ზონრით არის დამხრჩვალი.

ინციდენტი წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული