სისხლიანი სტეიკის მოყვარულ მამაკაცს ტვინში 10 სმ-იანი პარაზიტი გაუჩნდა

ჩინეთში, სისხლიანი სტეიკის მოყვარულ 26 წლის მამაკაცს ოპერაციის შედეგად, ტვინიდან 10 სანტიმეტრიანი მატლი ამოუღეს. ამის შესახებ გამოცემა China Morning Post იუწყება.

ინციდენტი ქალაქ ნანჩანში, ცზიანსის პროვინციაში მოხდა. მამაკაცი რამდენიმე თვის განმავლობაში ეპილეფსიის შეტევებით იტანჯებოდა, ექიმები კი მიზეზს ვერ ხვდებოდნენ. რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში პაციენტს სისხლის ანალიზით დაუდგინდა, რომ მის ორგანიზმში ლენტისებრი პარაზიტი Spirometra mansoni ცხოვრობს.

შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მატლი ტვინში იყო ჩასახლებული. ოპერაციული ჩარევის შედეგად , ექიმებმა ჩინელს თავის ტვინიდან პარაზიტი  ამოუღეს, რომელმაც სიცოცხლე და ცურვა სინჯარაშიც გააგრძელა.

ექიმების ვარაუდით, 26 წლის ლიუ პარაზიტის კვერცხებით დაინფიცირდა ნახევრად უმი, სისხლიანი ხორცის ჭამისას, რაც მისი საყვარელი საკვებია.

შანხაის ნეიროქირურგიის ცენტრის პრეზიდენტმა, გო ხუეიმ განაცხადა, რომ დაავადება ხშირია რაიონებში, სადაც წყალი დაბინძურებულია. ასევე იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ნახევრად მომზადებულ ხორცს, თევს და ზღვის პროდუქტებს. ორგანიზმში მოხვედრისას, მატლის კვერცხი გადადის სისხლში, რის შემდეგაც რომელიმე ორგანოში სახლდება.

ვინაიდან გულის მიერ გადასროლილი სისხლის მეოთხედი ტვინში ხვდება, დიდია ალბათობა, რომ პარაზიტი სწორედ იქ დასახლდება. ასეთ დროს პაციენტს აწუხებს თავის ტკივილი, გულის რევა, სისხლისდენა და ეპილეფსია.

 

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული