სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილები საკუთარ უდანაშაულობას „კაცობით“ ხსნიან

რუსეთის მოქალაქეებმა, რუსლან ბაშიროვმა და და ალექსანდრ პეტროვმა , რომლებმაც ბრიტანეთის ხელისუფლების მტკიცებით, გრუ-ს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, აცხადებენ, რომ ნამდვილად იმყოფებოდნენ ქალაქ სოლსბერიში. ინტერვიუ სოციალური ქსელ „იუთუბზე“ გამოქვეყნდა.

ეჭვმიტანილების თქმით, სოლსბერიში, სადაც სერგეი სკრიპალი ცხოვრობდა, ისინი მეგობრების რჩევით გაემგზავრნენ 3 მარტს და „უბრალოდ  ისეირნეს“ ერთი საათი. მგზავრობის ძირითადი მიზანი, მათივე თქმით, ის იყო, რომ „ლონდონს ცოტა ხნით “ მოწყდნენ. რუსეთის მოქალაქეებმა კომენტარი გააკეთეს საწამლავზე, რომელიც ქალის სუნამოს ფლაკონში იყო მოთავსებული. მათი განმარტებით, ნამდვილ მამაკაცებს ქალის სუნამო ბარგით  არ დააქვთ.

„ნამდვილ კაცებს რად უნდათ ქალის სუნამოს ტარება?-ეს ხომ გულუბრყვილობაა?“,-განაცხადა ბაშიროვმა. მანვე აღნიშნა, რომ საბაჟოზე ყველაფერი მოწმდება და ქალის სუნამო ეჭვს აუცილებლად აღძრავდა.

„ჩვენ რომ მსგავსი რამ გვქონოდა, მებაჟეებს კითხვა დაებადებოდათ, რაში სჭირდება კაცს ბარგში ქალის სუნამო“,- ამბობს ბაშიროვი.

შეგახსენებთ, 5 სექტემბერს გამოქვეყნდა  სუნამოს ფლაკონის ფოტო, რომელშიც მოთავსებული იყო მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“. ეს იყო გამჭვირვალე, ვერტიკალური შუშა, წარწერით Premier Jour Nina Ricci. მოგვიანებით გაირკვა, რომ შუშა ცნობილი ბრენდის ფეიკი იყო. იმავე დღეს ბრიტანეთმა დაასახელა რუსეთის მოქალაქეები ფსევდონიმებით ბაშიროვი და პეტროვი, რომლებმაც სკრიპალების მოწამვლაში მიიღეს მონაწილეობა. ლონდონის ცნობით, ისინი გრუ-ს აგენტები არიან, მათ დასაპატიმრებლად ევროპული ორდერი გაიცა.

ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი ინტერვიუში აცხადებენ, რომ ნამდვილად არიან ის ადამიანები, რომლებიც ფიგურირებენ ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, ასევე ადასტურებენ, რომ პეტროვი და ბაშიროვი მათი ნამდვილი გვარებია. მამაკაცების თქმით, ისინი საშუალო დონის მეწარმეები არიან და ფიტნეს-ინდუსტრიით არიან დაკავებული. რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან კავშირს კი კატეგორიულად უარყოფენ.

Facebook Comments

ახალი დადებული