ჰარვი ვაინშტეინი ბიზნეს შეხვედრაზე ქალს სექსუალურად ავიწროებს (ვიდეო)

ტელეკომპანია Sky News-მა ამერიკელი მელისა ტომპსონის მიერ გადაღებული საიდუმლო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც მან ჰოლივუდელ პროდიუსერთან ჰარვი ვაინშტეინთან შეხვედრის დროს ჩაიწერა. ვაინშტეინს ათობით ქალზე სექსუალური ძალადობა და სექსუალური  შევიწროება ედება ბრალად.

ვიდეოში ჩანს, როგორ ეხება ვაშინტეინის ტომპსონს მას სექსუალურს უწოდებს და სასტუმროში პატიჟებს. ტომპსონი აცხადებს, რომ სასტუმროში ვაინშტეინმა ის გააუპატიურა. 2018 წლის ივნისში, ტომპსონმა ვაინშტეინს უჩივლა.

ტომპსონისა და ვაინშტეინის შეხვედრა ნიუ-იორკში 2011 წლის სექტემბერში პროდიუსერის ოფისში შედგა. ქალს The Weinstein Company-სთვის ვიდეოპლატფორმის და თავისი კომპანიის ანალიტიკური სერვისის წარდგენა სურდა. ტომპსონს ვაინშტეინი ადრეც შეხვდა, თუმცა ეს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.

ქალმა ვაინშტეინთან შეხვედრა ვიდეოზე ჩაიწერა, თუმცა იცოდა თუ არა ამის შესახებ თვითონ პროდიუსერმა, ტელეკომპანია არ აზუსტებს.

როგორც ტომპსონი ამბობს, ის ფიქრობდა და  The Weinstein Company-ს მარკეტინგის წარმომადგენელს შეახვედრებდნენ, თუმცა ოთახში თვითონ ვაინშტეინი შევიდა. ვიდეოზე ისმის, რომ ოთახში შესვლის წინ, კაცი ამბობს: “ხელი არ შეგვიშალოთ”. შემდეგ ტომპსონი ვაინშტეინს ხელს უწოდებს, თუმცა ვაინშტეინი ეხუტება და ზურგზე ეფერება.

ვიდეოზე ჩანს, რომ ქალი ცდილობს საქმეზე ილაპარაკოს, თუმცა ვაინშტეინი მხარზე ეფერება. “ცხელი ამბავია არა?”, – ეკითხება ქალი, პროდიუსერი ეთანხმება და აღნიშნავს, რომ “გოგოც ცხელია”. ტომპსონი ამბობს, რომ ამ მომენტში ვაინშტეინმა მას ხელი კაბის ქვეშ შეუსრიალა და უთხრა: “მომეცი ცოტა. მომეცი. კარგია? გინდა კიდე?”. ამაზე ტომპსონი პასუხობს, რომ ეს ზედმეტია, ხოლო ვაინშტეინი ეუბნება, რომ მისი ვიდეოპლატფორმის ყიდვისთვის მზადაა.

Sky News-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ეფლირტავებოდა თუ არა თავადაც ვაინშტეინს, ქალი აცხადებს, რომ არა. მისი თქმით, ის უფრო დაბნეული იყო და ცდილობდა ყველაფერი იუმორში გაეტარებინა.

ვიდეოს ბოლოს, ვაინშტეინი გოგოს სასტუმროში ეპატიჟება. ტომპსონი ამბობს, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ იქ შეთანხმებას დადებდნენ. “მას მის ნომერში არ დავუპატიჟებივარ და არც ძალიან გვიან ღამით. მან სასტუმროში კაფეში დამპატიჟა, რომელიც მის ოფისთან ახლოს იყოს. მე ვიფიქრე, რომ ეს უფრო უსაფრთხო იქნებოდა, ვიდრე მისი ოფისი”, – თქვა ტომპსონმა.

ცნობილია, რომ ამის შემდეგ, ვაინშტეინმა ტომპსონი სასტუმროში გააუპატიურა.

Facebook Comments

ახალი დადებული