არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულებს ინტერპოლი ეძებს

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულებს ინტერპოლი მოძებნის. გენერალურმა სამდივნომ საქართველოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

აღნიშნულ პირებს არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილის და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ტატუნაშვილის წამების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

შეგახსენენებთ, რომ 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას გაურკვევლ ვითარებში დაიღუპა. ტატუნაშვილის ნაწამები ცხედარი კი ქართულ მხარეს 26-დღიანი ლოდინის შემდეგ  გადმოსცეს.

Facebook Comments

ახალი დადებული