ბელგიის მეტროში ქართველი პოეტის მაია სარიშვილის ლექსი გამოფინეს

პოეზიის ფესტივალი TRANSPOESIE ბრიუსელის ევროპული კულტურის გაერთიანებული ინსტიტუტების ორგანიზებით ტარდება ბელგიის დედაქალაქში. წელს ფესტივალი ოფიციალურად 26 სექტემბერს იწყება – ევროპული ენების საერთაშორისო დღეს. ინფორმაციას “არტნიუსი” ავრცელებს.

2018 წელს რამდენიმე ქვეყანა გაერთიანდა და ბრიუსელისა და მთელი ევროპის მოსახლეობას სთავაზობენ პოეტურ ნაშრომებს ორიგინალ ენაზე ფრანგული, ინგლისური და გერმანული თარგმანების თანხლებით, – ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.

დღეიდან ბრიუსელის მეტროში ჩასულ ადამიანებს ქართველი პოეტის, მაია სარიშვილის ლექსის 4 ენაზე წაკითხვა შეუძლიათ, მათ შორის ქართულადაც.

Facebook Comments

ახალი დადებული