ნათია კაპანაძე-რა გახდა ეს ფეისბუქისთვის ცხოვრება? ამ ქსელისთვის თავის მიძღვნა?

,,ინტერნეტ სივრცე და ჩვენი რეალობა

ძალიან კარგას მესმის ადამიანების და კიდევ უფრო კარგად იმ მდგომარეობის, როდესაც საკუთარ თავთან არც თუ ისე სასარგებლო და სასიამოვნო პოზიციაში აღმოჩნდები და ერთადერთი გზა ამ რეალობიდან გაქცევის არის ფეისბუქი . და ვინაიდან მასას ბედნიერი ადამიანები უფრო უყვარს და ვინაიდან გაჭირვება ყველას თავისი ეყოფა, ეს განსაცდელში ჩავარდნილი და რეალობისგან თავის დაღწევისკენ მიდრეკილი კაცი პოსტავს და პოსტავს ყველა ნიუანსს იმ იმედით, რომ თავის თავს თუ არა, ფეისბუქ საზოგადოებას მაინც დაუმტკიცებს, რომ არაფერია ცუდი
ემიგრაციაში ყოფნაში, სახლის დალაგებაში, საჭმლის მომზადებაში, მოხუცის დაბანაში, ნაგვის გადაყრაში და კიდევ უამრავ საქმიანობაში, რაც რეალურად რუტინაა ჩვეულებრივ ყოფაში. ეს გასაგებია. ამ მიდგომით ვიადვილებთ და ფსიქოლოგიურად ვიმარტივებთ გასაკეთებელ რუტინულ საქმეს, მაგრამ… 
არსებობს ერთი ძალიან დიდი მაგრამ!!!!!!!!!!! 
რა გახდა ეს ფეისბუქისთვის ცხოვრება? ამ ქსელისთვის თავის მიძღვნა? მისთვის არსებობა? ყველა ცხოვრებისეული მოვლენის ფეისბუქთან დაკავშირება?

კერძოდ : 
სიტუაცია პირველი:

გილოცავენ დაბადების დღეს საყვარელი ადამიანები. მოდის დიდი ტორტი. გიმღერიან. სურვილებს ჩაგითქვამენ. რა მშვენიერი უნდა იყოს წესით ეს წუთები, მაგრამ ამ დროს შენ მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ. ვის მიაჩეჩო მობილური, რომ ეს ფაქტი გადაიღო რო გადარიო დანარჩენი სამყარო.

სიტუაცია #2

აკეთებ სადილს -ლობიოს, იწვავ კვერცხს, კეცავ პრასს და ყელს ჭრი გოჭს. ამ დროს საერთოდ სულ ერთია როგორ გემოზეა შესაჭმელი ობიექტი. მთავარია, რომ როგორღაც გადავიღოთ კერძი, რომ გადავრიოთ დანარჩენი სამყარო.

სიტუაცია #3
გათხოვდი და კულონი გაჩუქეს? თაფლობის თვეზე კასპში გაგიშვეს? დედამთილმა ცეცხლი და მდუღარე გაჭამა? ყველაფერი სულერთია. მთავარია გადავიღოთ მომნუსხველი ფოტო ჯერ დაუქორწინებელი ახალგაზრდების ჯინაზე და პირი დავაღებინოთ ყველას. აბა კარგი იყო ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ თავად რომ ნახულობდი სხვების ქორწილის ფოტოებს პირდაღებული?!

სიტუაცია #4
მთვარის დაბნელებაა? მზე გამწვანდა? მიწის ძვრაა? დედამიწა გამრუდდა? მეორედ მოსვლაა? მნიშვნელობა არ აქვს. დააფიქსირე ეს მოვლენა და ანახე საზოგადოებას. ვითომ ისინიც მოახერხებდნენ შემჩნევას? არამგონია

სიტუაცია #5
ექიმთან მიხვედი და ტკივილი გკლავს? ეგ არაფერი, მთავარია გამოხრული კბილი და დიდზე დაღებული პირი, ბოლომდე კარგად დაგვათვალიერებინო სავადმყოფოში ჩექინით და ,,თავს გრძნობს ავადმყოფად” წარწერით.

სიტუაცია #6
დიეტაზე ხარ? 
აუცილებლად უნდა დადო რესტორანში ჩექინი სახელწოდებით :
მშიაააააააა

სიტუაცია #7
წიგნს კითხულობ? ჩადე ლამაზი სანიშნი და დიდი ჭიქით ყავა მიუდგი გვერდით. აუუ ახლა ვიცოდე რამე პაულო კოელიოს ფრაზა? ხო გაოგნდება ერო და მაშვალი

სიტუაცია #8
ჩემი პრინციიი, ჩემი პრინცესააა, ჩემი მზეეეე-კომენტარები შვილებზე და შვილიშვილებზე. გაივსო ქვეყანა ცისფერსისხლიანი სამეფო კარის წარმომადგენლებით. დავრჩით 4გლეხი და 5 აზნაური!

ასეთი სიტუაცია უამრავია. მორალი ერთი :ჩვენ ვკარგავთ მოვლენებით ტკბობის შესაძლებლობას. აღარ ვუყურებთ სიამოვნებით მზის ამოსვლას, ხელის თხოვნას, შვილის გაჩენას და სხვა უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში. 
ვხდებით მონები და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი ერთი მომგებიანი ფეისბუქ პოსტისთვის.

და სულ ბოლოს : ახლა როცა ამის კითხვას მორჩებით, დაფიქრდით როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება ხვალიდან სრულიად რომ გააუქმონ სოციალური ქსელები. იგრძნობთ თუარა თავს არა სრულფასოვნებად? 
სწორედ ეს არის მანია -ანუ იყო დამოკიდებული კონკრეტულ საგანზე. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა. 
დაბრუნდით რეალობაში .
და სულ ბოლოს : იყავი ბედნიერი შენთვის. დღეს ვერავის გააკვირვებ რაციონით, კარატის სიდიდით და ტორტის სიტკბოთი. გახსოვდეს, რომ მზის ამოსვლა ყველაზე ლამაზი სანახაობაა და მას შენ ხშირად მხოლოდ საკუთარი ხელით გადაღებულ ვიდეოში უყურებ მოგვიანებით. მაშინ, როცა მზე კარგა ხნის ამოსულია. 
პატივისცემით, 
ერთ -ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნათია კაპანაძე

Facebook Comments

ახალი დადებული