ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, კანაფის მოსავალზე ლაპარაკი სამარცხვინოა

„გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე აცხადებს, რომ საქართველოში მარიხუანას პლანტაციების გაშენებაზე ლაპარაკი სამარცხვინოა. ამის შესახებ მან „გარდენია შევარდნაძის“ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში განაცხადა.

„კანაფის და საერთოდ ყველა მცენარის მოვლას და მოსავალის მოწევას ბევრი შრომა სჭირდება.. ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, უშველებელი მანქანებით ჩამოდის მთელი ზამთარი ბროკოლით დაწყებული, ფორთოხლით დამთავრებული ხილის და ბოსტნეულის უმრავლესობა უცხო ქვეყნიდან რატომ გგონიათ, რომ იგივე ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება და ამით საკუთარ ოჯახებს არგებენ და ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებენ?!
ტყუილად ენის ფხანა მგონია ეს ყველაფერი და საერთოდ სამარცხვინოა ამაზე ლაპარაკიც კი..
დროა მიტოვებულ ეზოებს მივხედოთ, ძველი ტრადიციული ჯიშები შევინარჩუნოთ, ვთესოთ, დავრგათ, დავამყნათ, შვილები გვერდით დავიყენოთ და შრომას მივაჩვიოთ, მაშინ ნაკლები დრო გვექნება მსგავსი გასართობებისთვის და გვეცოდინება მაინც რითი ვიკვებებით..
ჯერ გორში იმდენი ვაშლი გავაშენოთ ზამთარში ირანული გოროხებივით ხილი არ დაგვჭირდეს, ფორთოხალი საბერძნეთიდან კი არა ქობულეთიდან უნდა მოდიოდეს, სტაფილო მარნეულიდან და არა სომხეთიდან, ბროწეული მცხეთური ჯობია აზერბაიჯანულს, თურქულ თეთრი არმატურებიან პამიდორს ქართული ხარისგულა რომ შეცვლის ჩვენ ბაზრებში, მერე მელაპარაკეთ მარიხუანას პლანტაციებზე..
თავმოყვარეობაც კაი საქონელია!!!“,- ნათქვამია 
გარდენია შევარდნაძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში. 

Facebook Comments

ახალი დადებული