პეტერბურგში მრავალშვილიან ოჯახს მარიხუანა აივანზე მოყავდა

სანკტ-პეტერბურგში, აივანზე მარიხუანას მოყვანის გამო, მრავალშვილიანი ცოლ-ქმარი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის შს ტრანსპორტის სამმართველოს ვებგვერდი იუწყება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბინიდან, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, ნარკოტიკების შემცველი მცენარის ოთხი ბუჩქია ამოღებული. როგორ გაირკვა, მარიხუანა ოჯახის 35 წლის უფროსს მოყავდა, მისივე თქმით, პირადი მოხმარებისთვის.

მეუღლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

Facebook Comments

ახალი დადებული