სამმა საუკეთესო მეგობარმა თავიანთი მე-100 დაბადების დღე ერთად აღნიშნა

სამმა ვაშინგტონელმა ქალბატონმა გამოთქმის – “საუკეთესო მეგობარი სიცოცხლის ბოლომდე”, თამასა უფრო მაღლა ასწია.  განუყრელმა მეგობრებმა გლეიდის ბათლერმა, რუთ ჰემეთმა და ბერნის ანდერვუდმა თავიანთი მეასე დაბადების დღე ერთად აღნიშნეს.

კვირის ბოლოს, საუკუნის ხნის ქალბატონების მეგობრები და ოჯახის წევრები წვეულებაზე შეიკრიბნენ, რათა ზიონის ბაპტისტურ ეკლესიაში, სადაც ეს სამი ქალბატონი ბავშვობიდან დადის, მათი დაბადების დღე აღენიშნათ. მათ გარდაცვლილი მეოთხე საუკეთესო მეგობრის, ლეონა ბარნსის დაბადების დღის აღნიშვნაც არ დავიწყებიათ. მისი ფერწერული პორტრეტი 90 წუთიანი მსახურების განმავლობაში ამ ქალბატონების გვერდით იყო გამოდებული.

ბათლერი, ჰემეთი და ბერნსი, სამივენი 1918 წლის ზაფხულის თვეებში არიან დაბადებულნი და თითქმის იქიდან მოყოლებული განუყრელი მეგობრები არიან.

Washington Post–ის მიხედვით, ოთხმა ქალბატონმა ერთმანეთი ბავშვობაში გაიცნეს, “ერთად თამაშობდნენ კენჭობანას, კლასობანას და თოკზე გადახტომას” და სამივეს ერთ წელს, 1933 წელს ეყოლათ ბავშვები.

ცერემონიის დროს ქალებმა ნახევარსაათიანი ვიდეო გააზიარეს, რომელშიც თითოეული მათგანი საუბრობს მათ ცხოვრებაზე დღემდე და იძლევა რჩევებს მომავალი თაობებისათვის. ამის შემდეგ, სტუმრებმა ერთმანეთს გაუზიარეს  ქალბატონებთან დაკავშირებული მათი პირადი მოგონებები, ფოტოები და ვიდეოები.

იუბილარებმა დაბადების დღის მოლოცვები ვაშინგტონის მერისგან და ქალაქის საბჭოს თავმჯდომარისგანაც მიიღეს. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ალბათ ეკლესიის ერთ–ერთი მრევლის, ოპრა უინფრის ვიზაჟისტის საჩუქარი იყო, რომელმაც დაითანხმა ტელელეგენდა და ქალებისთვის ვიდეო–მილოცვა ჩაწერა.

“ის, რაც თქვენ გინახავთ გასულ საუკუნეში”, ასე დაიწყო ვიდეო–მიმართვა ოპრამ, სანამ მეგობარ ქალბატონებს “ულამაზეს და ყველაზე დიდებულ” დაბადების დღეს უსურვებდა.მან მილოცვა “ალილუიათი” დაასრულა.

Facebook Comments

ახალი დადებული