,,ძალიან ცუდ რამეს ვწერ, მაგრამ ჩემს შვილებთან, ოჯახთან, მეგობრებთან და ნათესავებთან პირნათელი უნდა ვიყო

,,ძალიან ცუდ რამეს ვწერ, ძალიან ცუდს, მაგრამ ჩემს შვილებთან, ოჯახთან, მეგობრებთან და ნათესავებთან პირნათელი უნდა ვიყო და არასდროს არ ვიტყვი, რომ “მე დამხვრიტეს”.
მარიხუანას ლეგალიზაცია ფაქტობრივად მოხდა. მიუხედავად შ.ს.ს.-ს საკმაოდ მკაცრი რეგულაციებისა, ეს მოხდა. სამწუხაროდ არ მჯერა იმის, რომ დღევანდელ რეალობაში, ქართულ რეალობაში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტების უსუსტესი მობილურობა და ქმედუნარიანობა ხელის გულზე დევს.

ამის მაჩვენებელია არა ის, რომ სადღაც ვიღაც მაღალჩინოსანმა ქრთამი აიღო, ვიღაც დეპუტატის ოჯახის წევრი, მისდმი რწმუნებული რაიონის მაღალჩინოსანია, ან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კუთვნილი მიკროსაფინასო ორგანიზაცია კანონს ისე „კითხულობს“, როგორც მას სურს, არამედ საზოგადოების, ხალხის დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენების მიმართ.

ვერაფრით ვერ დავმალავ ჩემს დამოკიდებულებას, სახელისუფლებო კანდიდატის დაყენების თემაზე. დიახ, სწორედაც რომ სახელისუფლებო კანდიდატის მიმართ, რადგანაც ჩემთვის მიუღებელია ის ფოკუსები, რაც ჩატარდა და მიუღებელია ვითომდა დემოკრატიის ნიღბით შეფარული მოწოდება, სახელისუფლებო პარტიის „მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის“ – დღეს დაეხმარონ „დამოუკიდებელ კანდიდატს“.
სამწუხაროდ ვთვლი, რომ „თეთრი ხმაურის“, „ბასიანის“ და სხვა თემები, სწორედაც რომ ე.წ. „პრობნი შარი“ იყო იმისთვის, რომ დღევანდელ რეალობამდე მივსულიყავთ.

სამწუხაროდ ვთვლი, რომ ე.წ. უმაღლესი დემოკრატიული პრინციპი, რომელიც ხელისუფლების არჩევნებით და ხალხის ნებით გადაცემაში ხმიანდება, არის იმ წყეული კოჰაბიტაციის გაგრძელება, ერის ღირსების სრული გათელვა და ბოკერია-ლევან რამიშვილის მსოფლმეხდველობის დამკვიდრებისთვის გადადგმული „შვიდმილიანი“ ნაბიჯი. მსოფლმხედველობის, რომელიც სხვადასხვა საშუალებებით ფაქტობრივად უკვე გამჯდარია ჩვენს ცნობიერებაში და სოციალურ ქსელში გამოხატული ევროპული ტიპის აღშფოთების გარდა, ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ შეხვდება.

წლების განმავლობაში საზოგადოების ცნობიერებაში ჩაჯდა პრინციპი – მე იმის გვერდით არ დავდგები. ჩაჯდა იდეის გაბიაბურების, იდეის „ბნელ ძალად“ გამოცხადების პრინციპი.
იმის ნაცვლად რომ საზოგადოება დადგეს არა „იმის“, ან „ვინმეს“ გვერდით, არამედ საკუთარი პრინციპების, საკუთარი შეხედულებების დასაცავად, ხალხი ბუხარში ნაცრის ქექვაზე და საკუთარი, „იდეალური“ საქართველოს შესახებ, საკუთარი დიქტატორული იდეების შესახებ ოცნებაზე გადავიდა.

ამ სტატუსს დავამთავრებ ჩემი მოკრძალებული ხედვით – იმისათვის, რომ შვილებისთვის არ მომიწიოს ტყუილის თქმა – მე დამხვრიტესო, ტყვედ არ ჩავბარდები. ბოლო ტყვიაც მაქვს და საყელოში კალიუმის ცეანიდიც!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჟურნალისტი, გია გაბრიჩიძე

Facebook Comments

ახალი დადებული