Advertisements

საბერძნეთის მცხოვრებლებს სტუდენტის სტატუსი მთელი ცხოვრება შეუძლიათ ჰქონდეთ

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში სხვა ევროპულ ქვეყანებთან შედარებით უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი ბევრად მეტია, დიპლომს სტუდენტების საერთო რაოდენობის მხოლოდ 10 პროცენტი იღებს. ამის შესახებ Greek Reporter წერს.

Nusagi

მიზეზი კი ის არის, რომ საბერძნეთში ე.წ. მუდმივი სტუდენტობა ჩვეულებრივი მოვლენაა.

საბერძნეთის უნივერსიტეტები დღემდე ინარჩუნებენ თავშესაფრის სტატუსს. როგორც ანტიკური დროის ტაძრები, სადაც ადამიანი ხელშეუხებლად ითვლებოდა. ახლაც კი, 21- ე საუკუნეში, საბერძნეთის უნივერსიტეტში პოლიციას შესვლის უფლება არ აქვს. გარდა ამის, არსებობს ბევრი შეღავათი და ლგოტი, რომლითაც სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ.

სტუდენტთა ის ნაწილი, რომელიც მოწოდებულია, რაც შეიძლება ჩქარა მიიღოს განათლება, აიღოს დიპლომი და დაიწყოს მუშაობა, რა თქმა უნდა, განსაზღვრულ ვადებში ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, თუმცა საკმაოდ მოზრდილი რიცხვი, რომელსაც ოჯახური ბიზნესის , ან სხვა მოსაზრების გამო უნივერსიტეტის დამთავრება არ ეჩქარება,  ზოგჯერ ათეულობით წელი სტუდენტად რჩება. თანხის გადაუხდელობის, ლექციების გაცდენის, დაბალი მოსწრების ან გამოცდებზე გამოუცხადებლობის გამო, სტუდენტს უმაღლესიდან ვერავინ გარიცხავს და ცხოვრების ბოლომდე შეუძლია „მუდმივ სტუდენტად“ დარჩეს. თუმცა, როცა სწავლის აღდგენას გადაწყვეტს, ნებისმიერ დროს შეუძლია დაუბრუნდეს უნივერსიტეტს. მას ამისთვის არანაირი საბუთების აღდგენას, ან სხვადასხვა ბიუროკრატიულ პროცედურებს არ მოთხოვენ. მუდმივი სტუდენტს ჩვეულებრივად შეუძლია გამოცხადდეს აუდიტორიაში და სწავლა გააგრძელოს.

ეკონომიკური კრიზისის გამო, ახალგაზრდა ბერძნები საზღვარგარეთ სამუშაოს საძებნელად დაიძრნენ, თუმცა ისინი, ვინც დიპლომის აღება ვერ მოახერხა, გარანტირებულნი არიან, რომ მათი ადგილი უნივესიტეტში შეინახება. შესაბამისად, მუდმივი სტუდენტების რიცხვი ქვეყანაში ყოველ წელს იზრდება.

წელს, საბერძნეთის კუნძულ კრეტას მცხოვრებმა მუდმივმა სტუდენტმაб დიმიტრის მუდაცაკისმა  რეკორდი დაამყარა. 85 წლის პენსიონერმა სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა და უნივერსიტეტს დაუბრუნდა. ბერძნული გამოცემების ცნობით, ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით, კრეტაზე ადამიანები გაცილებით მეტ ხანს ცოცხლობენ და 84 წლის მუდმივ სტუდენტს დიპლომის აღების დიდი შანსი აქვს.

მოსაზრება, რომ უნივერსიტეტები დაცული უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის გავლენებისგან, ბერძნებს ანტიკური დროიდან აქვთ. თუმცა შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციაში შედარებით ცოტა ხნის წინ, 1982 წელს გაჩნდა. ეს იყო რეაქცია „შავი პოლკოვნიკების “ რჟიმის დროს განხორციელებულ ქმედებებზე, როდესაც უმაღლესებში სისტემატურად ირღვეოდა აკადემიური თავისუფლება.

ბერძნულ საზოგადოებაში დღემდე არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს  უნივერსიტეტების თავშესაფრის სტატუსი, ანაქრონიზმს თუ აქტუალურ დემოკრატიულ ინსტიტუს.

 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული