ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში მივიდა

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. მისი თქმით, მედიასთან კომენტარს 17 სექტემბერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.

საქმე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავას შორის შემდგარ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება. ბიზნესმენი გოგიას და გულორდავას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული ტერიტორიების სანაცვლოდ მან ყოფილ მერსა და ვიცე მერს ფული გადაუხადა.

უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავაც.

Facebook Comments

ახალი დადებული