მოსკოვში, ФСБ-ს შენობის წინ ქალი გაშიშვლდა და გალიაში ჩაჯდა

მხატვარმა კატრინ ნენაშევამ მოსკოვში, უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის წინ წამების წინააღმდეგ აქცია მოაწყო. ქუჩების გადაკვეთაზე მხატვარი გაშიშვლდა და ცხოველისთვის განკუთვნილ ვოლიერში ჩაჯდა, რომელსაც პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში ჰქონდა შემოხვეული.

გამოცემა Znak.com-ის ინფორმაციით, გამვლელები ვერ მიხვდენენ, რა ხდებოდა, ნენაშევას დახმარებას ცდილობდნენ და მისი გალიიდან გამოყვანა უნდოდათ.

„ამ გალიაში  სხეულია, რომელიც აწამეს. რუსეთში წამება ყოველდღიურად ხდება ციხეების დახურულ კარებს მიღმა, პოლიციაში, ფსიქონევროლოგიურ ინტერნატებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში. როცა მე მაწამებდნენ, თავი გალიაში მეგონა, მარტოდმარტო, უმწეო, დაბნეული“,-დაწერა მხატვარმა აქციის მანიფესტში, რომელიც ვოლიერზე იყო მიკრული.

საუბარია წამებაზე, როდესაც ნენაშევა დონეცკში იმყოფებოდა. მისი თქმით, 2 დღის განმავლობაში კითხავდნენ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ძალოვანები. ამის შემდეგ ნენაშევა სათავეში ჩაუდგა პროექტს, რომელიც  წამების მსხვერპლთა სოციალურ ადაპტაციას გულისხმობს.

„მე სრულიად უმწეო ვიყავი და რაც მთავარია, უჩინარი. ასეთი „უჩინრები“ რუსეთში ასობითაა“,-წერია მანიფესტში.

 

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული