შავი ზღვის სანაპიროზე ტალღები 3 მეტრს აღწევს

შავი ზვის სანაპიროზე ტალღები სამ მეტრს აღწევს, ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება კოშკურებზე მხოლოდ თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში. აკრძალვა მოქმედებს 16 სექტემბრის 10:00 საათამდე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას თხოვს, ყურადღება მიაქციონ  ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული