აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და 8 თვის ბავშვი

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სულ ცოტა 13 ადმიანი დაიღუპა ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს, ამის შესახებ CNN იუწყება. დაღუპულთა შორის არიან დედა და 8 თვის ბავშვი, რომლებიც სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც შენობას ხე დაეცა.

ოთხ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ევაკუირებულია მილიონამდე ადამიანი. ქარიშხალი ტროპიკული შტორმის დონემდე შესუსტდა, თუმცა რამდენიმე დღე მაინც გაგრძელდება.

მსხვერპლის უმეტესობა ქარიშხალმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამოიწვია. დუპლინში სამი ადამიანი დაიხრჩო, ერთ-ერთი წაქცეული ხის ქვეშ კი ქალი მოყვა, რომლის გამოყვანა მაშველებმა დიდხანს ვერ შეძლეს, რის გამოც ქალს გული გაუჩერდა.

მილიონამდე სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შტატის ტერიტორიაზე 150 -მდე დროებითი თავშესაფარი მოეწყო, ძირითადად სკოლებსა და ეკლესიაბში. 

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული