ზუგდიდში დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

ზუგდიდში, რესტორან „არგოს“ ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილს ჭრილობები ბასრი საგნით გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მკვლელი დაკავებულია. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108- ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

Facebook Comments

ახალი დადებული