ზურაბიშვილი: კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას მე გავუძღვები

კანაფის მოხმარების რეგულირების საკითხზე წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ბაღდათში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ კანაფთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს.

მისი თქმით, მთავარი იყო, რომ კანაფის მოხმარებისთვის ადამიანები პატიმრობით არ დასჯილიყვნენ.

„ჩვენი ახალგაზრდები უნდა იყვნენ დაცული. მოვიარე რეგიონები და მოვუსმინე დედების მღელვარებას ამ საკითხზე. ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და მე ვიქნები ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში. უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და მათი ჯანმრთელობა, ამაში ვეთანხმები საპატრიარქოს. ეს არ არის დაპირისპირების საგანი, ეს არის ჩვენი საერთო მომავალი. ახალი კანონი მისაღებია, მაგრამ რეგლამენტაცია აუცილებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული