როგორც ჩანს, საქართველოში არ იციან, ვინც ჩართულია მარიხუანას წარმოების ბიზნესში, აშშ-ში შესვლა აეკრძალება

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მიუხედავად აშშ-ის რამდენიმე შტატში  ლეგალიზებისა,  მარიხუანა ქვეყანაში კვლავ რჩება აკრძალულ ნივთიერებად.  პირებს კი, ვინც აღიარებს, რომ წარსულში მოიხმარდა, ან დაკავშირებულია მისი წარმოების ბიზნესთან, აშშ-ში შესვლა შესაძლოა, სამუდამოდ აეკრძალოთ.

თემურ ბასილია: როგორც ჩანს, საქართველოში არ იციან, რომ იმ პირებს ვინც მოიხმარენ მარიხუანას, ან ჩართულნი არიან მისი წარმოების ბიზნესში (მათ შორის ლეგალურშიც კი), სიცოცხლის ბოლომდე შეიძლება აეკრძალოთ აშშ-ში შემოსვლა.

ქვემოთ მოყვანილ ლინკზე შეგიძლიათ გაეცნოთ საკმაოდ საინტერესო სამ სტატიას, სადაც მოყვანილია აშშ-ის საზღვრის ადმინისტრაციის განმარტებები ამ თემაზე. მართალია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი კანადაზეა, ვისთანაც აშშ-ს უვიზო რეჟიმი აქვს, მაგრამ ეს ზოგადი კანონია, რომელიც ვრცელდება ყველაზე ქვეყანაზე, მათ შორის, საქართველოზე. ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის რამდენიმე მოქალაქეს, ვისაც ინვესტიციები აქვს გაკეთებული ამ ბიზნესში უკვე აეკრძალა აშშ-ში შემოსვლა.

“თუ მოგზაური აღიარებს, რომ წარსულში გამოიყენებდა ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც აკრძალულია აშშ, როგორიც არის მაგალითად მარიხუანა, მას აეკრძალება აშშ-ში შემოსვლა … თუ, პიროვნება მუშაობს, ან ინვესტიციას აკეთებს ამ ინდუსტრიაში, ეს საკმარისი საფუძველია, რომ ამ პიროვნებას აეკრძალოს აშშ-ში შემოსვლა.”

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის რამდენიმე შტატში მოხდა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, ფედერალურ დონეზე მისი წარმოება, რეალიზება და მოხმარება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულია.

“როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მნიშვნელობა არა აქვს, რომ კანაფი არის ლეგალური კანადაში, რომ ეს ბიზნესები მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში, რომ ეს კომპანიები, როგორიც არიან Canopy Growth Corp (NYSE: CGC), Cronos Group Inc. (NASDAQ: CRON) ან Tilray Inc (NASDAQ: TLRY), ვაჭრობენ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე. Cannabis კვლავ რჩება აკრძალულ ნივთიერებად აშშ-ში.”

Facebook Comments

ახალი დადებული