სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს

სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს

16 სექტემბერს სასულიერო პირები სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ  განაცხადა.

„ასეთი სათხოვარი აქვს მის უწმინდესობას, რომ ხვალ, სამრევლოები, ჩვენ ყველანი, უწმინდესთან შევიკრიბოთ სამების საკათედრო ტაძარში. სამღვდელოება, რომელიც თავის ტაძარში წირვა-ლოცვას აღასრულებს, შემდეგ მსვლელობით ყველანი სამების საკათედრო ტაძარში ავიდეთ.მოსახლეობის ნაწილი, ძალიან კარგი იქნება, რომ პატრიარქთან ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში დაესწროს. წირვა სამების საკათედრო ტაძარში დილით 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო სამრევლო 13:00 საათზე შეიკრიბება“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ. მისივე თქმით, პატრიარქი თავის ქადაგებაში  იტყვის, რომ მარიხუანას შესახებ კანონი არ შეიძლება იყოს მიღებული.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული, ან უნდა დაგვარწმუნონ, რომ ეს არის სწორი, რაშიც ეჭვი მეპარება“,-განაცხადა მან.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული