ხელოვნება და კულტურა

სტივენ კინგმა კინოს ისტორიაში საუკეთესო ფილმი დაასახელა

Nusagi

ამერიკელმა მწერალმა, სტივენ კინგმა დაასახელა ფილმი, რომელიც მისი აზრით, საუკეთესოა კინოს ისტორიაში. სტივენ კინგი თვლის, რომ ასეთი ფილმი არის ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიმამა-2“. ამის შესახებ მწერალმა თავის „თვითერზე“ დაწერა.

„ვიღაცამ მკითხა გუშინ: რომელია ყველაზე კარგი ფილმი, რაც გინახავსო, მე ამ ფიქრით დავიძინე (თუმცა არ მჭირდებაოდა), მეორე დილით კი დარწმუნებით ვთქვი, რომ ეს არის „ნათლიმამა-2“,-აღნიშნა მან.

„ნათლიმამა-2“ 1974 წელს გამოვიდა . ფილმი 1972 წელს გადაღებული „ნათლიმამას“ გაგრძელებაა, რომელშიც მთავარ როლს ალ პაჩინო ასრულებს.

ფილმი ოსკარის 11 ნომინაციაზე წარადგინეს და 6 -ში გაიმარჯვა. მათ შორის „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში. კრიტიკოსები თვლიან რომ საგას მეორე ნაწილმა პირველს აჯობა. 1997 წელს ამერიკის კინოს ინსტიტუტმა „ნათლიმამა-2“ სამამულო კინოს ისტორიაში საუკეთესო ფილმების სიაში შეიყვანა.

 

 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,703 ნახვა
%d bloggers like this: