სოციალური ქსელები და მედია

კალაძემ თბილისში საგზაო სამუშაოების დასრულების თარიღი დაასახელა

Nusagi

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში საგზაო სამუშაოები 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება. კალაძის თქმით, ქალაქში არსებული საცობი საგზაო სამუშაოებს არ უკავშირდება, არამედ ამის მიზეზი მომრავლებული ავტომობილებია. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, საგზაო სამუშაოების ყველაზე რთული ეტაპი დასრულებულია.

“საგზაო სამუშაოების ყველაზე რთული ეტაპი რაც იყო: გადათხრები, კომუნიკაციების შეცვლა, სანიაღვრეების მოწყობა, ყველა ლოკაციაზე დასრულდა, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მხრივ ყველაზე რთული იყო ბარათაშვილის აღმართი, კოსტავა-შარტავას ქუჩები და მისი განშტოებები. ამ ქუჩებზე მოასფალტების პირველი ფენა გაკეთდა. კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, რაც გულისხმობს კუნძულების მოწყობას, ბორდიურების შეცვლას, ტროტუარებისა და გარე განათების მოწესრიგებას. სამუშაოები 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის ყველა ცენტრალურ მისამართზე, სადაც ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა დასრულებულია და მოძრაობა სრულად აღდგენილია.

თბილისის მერიის გათვლებით, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას ხელს ცენტრალურ და ყველაზე გადატვირთულ ქუჩებზე პარკირების ახალი პოლიტიკის შემოღება შეუწყობს. ზონალურ პარკირენასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი რომელიც 2019 წლიდან უნდა შევიდეს, თბილისის მერიას უკვე მზად აქვს და პარლამენტს უახლოს დღეებში წარუდგენს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,703 ნახვა
%d bloggers like this: