კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოება-რეალიზაციას, საქმე ეხება ფარმაციის ერთ-ერთ სფეროს

ჩვენი თხოვნა იყო, რომ გვსურს ფართო კონსულტაციების წარმოება კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით, გვინდა მეტი ინფორმაციების გაზიარება და ამ საკითხზე შეჯერება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  პატრიარქთან ვიზიტის შესახებ საუბრისას, პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ახალი კანონპროექტი არ ითვალსწინებს ნარკოტიკების წარმოებას, რეალიზაციასა და ექსპორტს.

„ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ფარმაციის ერთ-ერთ სფეროსთან, ბუნებრივია, ასეთ დროს არსებობს მონოპოლიზაციის რისკი, ჩვენი ამოცანა სწორედ ეს გახლავთ, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხეები. კანონი იმისთვის არსებობს, რომ რისკებს დაუპირისპირდეს. ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ დეტალების განხილვაში და საზოგადოებასთან გავმართოთ ფართო კონსულტაციები როგორც უსაფრთხოების, ასევე მონოპოლიზაციის რისკებზე. თუ ჩვენ დავარწმუნებთ ყველას, რომ აღნიშნული კანოპროექტი არ გულისხმობს ნარკოტიკების წარმოება-რეალიზაცია-ექსპორტს, წინააღმდეგობის საფუძველიც გაქრება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კონსულტაციები გაგრძელდება როგორც გუნდის შიგნით, ისე გუნდის გარეთაც.

„ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. თუ შევჯერდებით, რომ ინიციატივას არ მოაქვს არავითარი ზიანი, და პირიქით, მოაქვს სერიოზული სარგებელი, ამ შემთხვევაში უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია გამომდინარეობს სწორედ იმპასუხისმგებლობიდან, რომელზეც ჩვენ ძალიან სწორად მიგვანიშნა პატრიარქმა“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

ახალი დადებული