რუსთაველზე დათო სარალიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა

მოძრაობა „მამები სამართლისთვის“ ორგანიზებით, პარლამენტიდან 51-ე საშუალო სკოლამდე მსვლელობა ,,სწავლა დათო სარალიძის გარეშე დაიწყო” გაიმართა.

პარლამენტთან იმყოფებოდა ზაზა სარალიძეც, თუმცა ის მსვლელობას არ შეურთდა.

აქციის მონაწილეებმა 51 სკოლასთან ყვავილები მიიტანეს. მათი თქმით, მსვლელობის მიზანი შვილმკვდარი მამების მიმართ, სოლიდარობის გამოხატვა და თანაგრძნობაა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Facebook Comments

ახალი დადებული