Coca-Cola კანაბისის შემცველი გაზიანი სასმელის გამოშვებას გეგმავს

Coca-Cola აპირებს, პროდუქციის ხაზი მარიხუანით გააფართოვოს. როგორც  Bloomberg-ი იუწყება, დაგეგმილია სასმელის გამდიდრება კანაბიდიოლით. ეს არის ნივთიერება, რომელსაც შეიცავს მარიხუანა, ამცირებს ტკივილს, მაგრამ არ აქვს ფსიქოაქტიური მოქმედება.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მარიხუანის კანადელ მწარმოებელ Aurora Cannabis Inc-თან ახალი სასმელის ერთობლივი წარმოების შესახებ.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი, კენტ ლანდერსი აცხადებს, კოკა-კოლა ყურადღებით სწავლობს ბაზარზე აღნიშნული ნივთიერების გამოყენების გამოცდილებას. „მიმართულება სწრაფად ვითარდება, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“,-აღნიშნა ლანდერსმა.

კომპანია Aurora Cannabis Inc-ის წარმომადგენელი კი, თავის მხრივ ხაზს უსვამს, რომ კომპანია დაინტერესებულია ბაზარზე უალკოჰოლო სასმელებით შესვლის.

კოკა-კოლას გეგმების გაცხადების შემდეგ, კანაბისის მწარმოებელთა აქციები ს ფასი გაიზარდა. Pot Tilray Inc-ის 6, 8 პროცენტით, Cronos Group-ის 3,1 პროცენტით,  Canopy Growth-ის კი, 2,9 პროცენტით.

 

Facebook Comments

ახალი დადებული