THE TELEGRAPH- კვლევების მიხედვით, მსუქანი ადამიანები ნაკლებად ჭკვიანები არიან

AHPH7T Young woman eating a hamburger

 

ბოლოდროინდელი სამედიცინო კვლევების მიხედვით, სიმსუქნე ტვინის აგებულებასთან არის დაკავშირებული. ეს საინტერესო კვლევა ამტკიცებს, რომ მსუქანი ადამიანები ნაკლებად ჭკვიანი არიან, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ წონის პრობლემა. ამის შესახებ THE TELEGRAPH წერს.

კვლევის ვარაუდით, ჭარბწონიან მამაკაცებს და ქალებს ნაკლები ნაცრისფერი და თეთრი ნივთიერება აქვთ ტვინის მთავარ სფეროებში. მათ ასევე აქვთ უფრო მეტი იმპულსურობა და „შეცვლილი გაჯანსაღების პროცესი”. მკვლევართა თქმით, მათი დასკვნები შეიძლება გამოდგეს იმის ასახსნელად, თუ რატომ აკეთებენ ჭარბწონიანი ადამიანები კვების ცუდ არჩევანს – მათ არ აქვთ საკუთარი თავის გაკონტროლების გონებრივი შესაძლებლობები.

თეორია საკამათოა, რადგან წონაში კლების კამპანიის მატარებლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წონის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები განსხვავებულია ინდივიდიდან ინდივიდამდე. კვლევა მოიცავს 32 ზრდასრული ადამიანის – 16 ქალის და 16 მამაკაცის ტვინის გამოსახულებებს, რომლებიც ამერიკის მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში იქნენ შერჩეულნი. ისინი, ვისაც ჰქონდა ტვინის დაზიანების, ნარკოტიკების მოხმარებისა და ფსიქიკური დაავადების პრობლემები, ჯგუფიდან გამოირიცხნენ.

კვლევის ობიექტის წარმოდგენისას, ავტორებმა განაცხადეს: „კვლევის ვარაუდით, თავად სხეულის შემადგენლობამ შეიძლება რაღაც გზით ზემოქმედება მოახდინოს ნერვულ სისტემაზე, რომელიც საფუძვლად უდევს შემეცნებას, მოტივაციას, თავშეკავებას და შეზღუდვის პროცესს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს პირის უნარზე, გააკეთოს უკეთესი ცხოვრების წესის არჩევანი, უარი თქვას მავნე ნივთიერებებზე გრძელვადიანი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზნების მისაღწევად.”

მკვლევარებმა გაზომეს სხეულის მასის ინდექსი – საყოველთაოდ გამოყენებული საშუალება იმის დასადგენად, თუ რამდენად ჭარბწონიანია პირი, მისი სხეულის ცხიმის პროცენტულობა და შეადარეს ისინი ტვინის სტრუქტურის სხვადასხვაგვარობას და ფუნქციას. მანიტობას უნივერსიტეტის რადიოლოგიის განყოფილების ასისტენტ პროფესორის, წამყვანი მკვლევარის ჩეის ფაილის განცხადებით, ტვინის სკანირება „ძალიან საფუძვლიანი” იყო. ის მოიცავდა ცვლილებებს მთელ ტვინში და „კონკრეტულ არეალებს”. კერძოდ, იგი დაინტერესებული იყო შემზღუდავი რგოლებით, რომელსაც ის უწოდებს მოტივაციის, ნებისყოფის,  ფიზიკური და ემოციური პრობლემების დაძლევის ადგილებს.

შედეგებმა აჩვენა, რომ თეთრი უჯრედების თვალსაზრისით არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ადამიანებში, რომლებსაც ნორმალური წონა ჰქონდათ და ადამიანებში, რომლებიც ჭარბწონიანები იყვნენ. მოულოდნელი იყო ის, რომ ადამიანებს მაღალი წონის ინდექსით რეალურად ჰქონდათ ოდნავ უფრო მეტი ნაცრისფერი ნივთიერება. თუმცა, კონკრეტულ ტვინის უჯრედებზე დაკვირვებამ განსხვავებული სურათი გამოაჩინა. კერძოდ, დიდი წონის და მსუქან ადამიანებს ნაკლები თეთრი ნივთიერება ჰქონდათ მაკონტროლებელ არეალში. ასევე იყო განსხვავებები დორსალურ სტრიატუმში – ტვინის არეალში, რომელიც ჩართულია ქცევის ჩვევებში.

პროფესორმა ფაილიმ National Post-ს განუცხადა: “აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ეს ცვლილებები კიდევ უფრო იმოქმედებს ჭარბწონიანი ინდივიდების უნარზე, მოახდინონ თავშეკავება და შეინარჩუნონ ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევანი.” მან დასძინა, რომ ნათელი არ არის, განაპირობებს თუ არა ტვინის განსხვავებები გარკვეული პირებისათვის გასუქებას ან პირიქით. თუმცა, მან განაცხადა: “არსებობს წინა კვლევები, რომელიც გულისხმობს, რომ სხეულის ცხიმის მომატებას შეუძლია გამოიწვიოს ამ სახის ტვინის ცვლილებები.”

ბრიტანეთში მამაკაცების ორი მესამედი და ქალების 57 პროცენტი ჭარბწონიანთა ან მსუქანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ევროპაში უმაღლესი ხარისხია. 26 პროცენტი ბიჭები და 29 პროცენტი გოგონები ჭარბწონიანი ან მსუქანია, 1980 წლის მონაცემების – 17,5 პროცენტთან და 21 პროცენტთან შედარებით.

კვლევა ჟურნალ Frontiers in Neuroscience-ში გამოქვეყნდა.

Facebook Comments

ახალი დადებული