გერმანელი ექიმები დარწმუნებული არიან, რომ რუსი აქტივისტი ვიღაცამ მოწამლა

ბერლინში, კლინიკა Charite-ის პროფესორმა, კაი-უვე ეკარდტმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „მედიაზონის“ გამომცემელი პიოტრ ვერზილოვი დიდი ალბათობით, მოწამლულია.

„სავარაუდო მოწამვლიდან 6 დღის შემდეგ მიზეზის დადგენის მცირე შანსია“,-აღნიშნა პროფესორმა და დასძინა, რომ რუს კოლეგებსაც აქვთ ეჭვი ეკზოგენურ ინტოქსიკაციაზე.

ეკარდტის თქმით, პაციენტს არ ჰქონდა რაიმე პრეპარატით ზედოზირების ნიშნები. ამ დროისთვის პაციენტი კომადან გამოსულია.

ჯგუფ Pussy Riot-ის წევრი მარინა ალიოხინა უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ ვერზილოვი კომიდან გამოსვლის შემდეგ დაყრუვდა და დამუნჯდა, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ჯერ კიდევ დაუდგენელია.

11 სექტემბერს ვერზილოვი მოსკოვის საავადმყოფოში წინაინსულტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. მას სისხლში საეჭვო ნივთიერებები არ აღმოაჩნდა და წამლით ინტოქსიკაციაზე აიღეს ეჭვი, თუმცა ვერზილოვის ახლობლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამ ვერსიას. 16 სექტემბერს ის ბერლინში გადაიყვანეს.

ვერზილოვი ცნობილია, როგორც არტ-ჯგუფ „ომის“ წევრი და ჯგუფ „ფუსი რიოტის“ პროდიუსერი. მისი მეუღლე „ფუსი რიოტის“  წვრი ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა იყო.

 

Facebook Comments

ახალი დადებული