ირმა ინაშვილი-ასე რომ, ყველაფერი ახლა იწყება!….

..ძალზედ ნაადრევია სერგი კაპანაძის, გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა “მამულიშვილების” სიხარული იმის თაობაზედ, რომ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” დაიშლება, ხოლო ირმა ინაშვილი ვიცე-სპიკერი აღარ იქნება.

მინდა, ამ ერთობ გახარებულ საზოგადოებას შევახსენო, რომ რიგითი დეპუტატის სტატუსიდანაც თავისუფალად გავაგრძელებ მოქმედებას, რათა სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მიეცეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმს.

ვიცე-სპიკერი არ ვყოფილვარ, მაგრამ 2012 წლის 18 სექტემბერს (ანუ ზუსტად დღევანდელ დღეს) ჩემი პატარა წვლილი შევიტანე, რომ საქართველო ბოროტებისგან გათავისუფლებულიყო. ასე რომ, ყველაფერი ახლა იწყება!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირმა ინაშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული