მირზა სუბელიანი- მსურს, დავრჩე პატიმრობაში, ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს, ამის შესახებ განნცხადება მან წინასასამართლო სხდომაზე გააკეთა.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც საკუთარი პოზიცია დაცვის მხარემ დააფიქსირა.

ადვოკატებმა სადავოდ მხოლოდ ერთი, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება გახადეს.

ბრალდებულ მირზა სუბელიანის თქმით, მისთვის შაყულაშვილის ჩვენება მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, სუბელიანის განმარტებით, იცნობს ყველა მტკიცებულებას და მათ არ თვლის სადავოდ.

„ ვაღიარებ ბრალს და ვიცი, რა შედეგები მოყვება ჩემს ქმედებას. მე არ ვხდი სადავოდ მტკიცებულებებს,” – განაცხადა მირზა სუბელიანმა. მისივე თქმით, ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ პატიმრობაში დარჩეს.

„საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ეს ჩემთვის პოპულარიზაცია არ არის ჩემი თავის. უბრალოდ ჩემი პოზიციაა, რომ მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს. ასევე, ვაცხადებ, რომ ვეთანხმები ბრალდების მხარეს და მსურს, დავრჩე პატიმრობაში, თუმცა ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემი მიმალვის საფრთხე არსებობს – ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია, მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი, ვიდრე აქ ვიჯდე,” – განაცხადა მირზა სუბელიანმა.

საქმის არსებითი განხილვა 1 ოქტომბერს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული