ომეგა არის შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის შავი ფულის ნარჩენებზე დაფუძნებული ორგანიზაცია

,,რასაც “იბერიასთან” მიმართებაში ხელისუფლება აკეთებს, რა თქმა უნდა ყოვლად მიუღებელია და ფარულ ჩანაწერებში ჩანს მათი “დემოკრატი” სახე, მაგრამ!!….

მე გირჩევთ ნუ ეცდებით შექმნათ მათი დაფუძნებლებისაგან (ნატო ჩხეიძე, ზაზა ოქუაშვილი) თავისუფალი მედიის განვითარებისათვის მებრძოლი გმირების სახე, თორემ ძალიან სანანებელი გაგვიხდება ყველა ჩვენთაგანსა და მთლიანად ქვეყანას ეს ყველაფერი!

რეალურად ომეგა არის შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის ხელისუფლების შავი ფულის ნარჩენებზე დაფუძნებული ორგანიზაცია. ხოლო ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი არიან გადამგდები, ყოვლად უსინდისო და გათახსირებული, კორუმპირებული, ბნელი და ყველაფრის მკადრებელი ადამიანები..

ძალიან ბევრი სასტიკი დანაშაული აქვს ამ ხალხს ჩადენილი და ბუნებრივია, ვერც მომავალში გახდებიან ფრთიანი ანგელოზები!!..”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კახა გაგლოშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული