„სამხედრო ოფიცერმა“ სოციალურ ქსელში ათობით ქალი მოატყუა

ინდოეეთის ქალაქ ახმადაბადის მცხოვრები სიდხარტ მეხრა თავს სამხედრო ოფიცრად ასაღებდა და 50-ზე მეტი ქალის მოტყუება შეძლო გაცნობის საიტზე, ამის შესახებ  CNN-ის  ინდური გამოცემა იუწყება.

42 წლის მეხრა რეგისტრირდებოდა როგორც ჯულიან სინხა. ის თავის პროფილზე უცხო ადამიანის  ფოტოებს დებდა, რომელიც სამხედრო ფორმაში იყო გადაღებული. მამაკაცი ქალებს არწმუნებდა, რომ ცოლის შერთვა ჰქონდა გადაწყვეტილი და შესაფერის კანდიდატურას ეძებდა. ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც დარწმუნდა, რომ სინხამ ის მოატყუა.

კერძოდ, მამაკაცმა მას თხოვა, გადაერიცხა 50 ათასი რუპია , რომელიც თითქოსდა მათი საერთო სახლის საყიდლად აკლდებოდა. როგორც კი საიტის მომხმარებელმა ფული გადაურიცხა, მეხრამ კონტაქტზე გამოსვლა შეწყვიტა, არც ზარებს პასუხობდა და არც შეტყობინებებს.

პოლიციამ თაღლითის  მობილური ტელეფონის  მიხედვით, მისი ადგილსამყოფელი გაარკვია. სინხა სამხედრო მოსამსახურის შვილი აღმოჩნდა, რომელმაც სწავლას თავი დაანება.

პოლიციელების თქმით, მეხრა წარსულში სერიოზულ ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც სიარულის პრობლემა აქვს. თაღლითობის მსხვერპლი ქალები ინდოეთის 25 შტატის მცხოვრებლები არიან.

 

Facebook Comments

ახალი დადებული