სირიაში რუსულმა თვითმფრნავმა Ил-20 კატასტროფა განიცადა

რუსული თვითმფრინავი Ил-20  სირიაში, ხმეიმიმის ავიაბაზასთან რადარებიდან გაუჩინარდა, ბორტზე 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, თვითმფრინავი იმ დროს გაუჩინარდა, როდესაც ისრაელი სირიის არმიის პოზიციებს ბომბავდა.

ისრაელი თავდაცვის სამინისტრო უარს აცხადებს რაიმე სახის კომენტარზე.

„უცხო სახელმწიფოს ინფორმაციებზე ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“,-აცხადებენ უწყებაში, თუმცა აზუსტებენ, რომ პრესსამსახურმა პაუზა აიღო, რათა სამხედრო ხელმძღვანელობისგან დააზუსტოს ინფორმაცია.

თვითმფრინავის ნაწილები და დაღუპულთა ცხედრები მოგვიანებით, სამაშველო ოპერაციისას იპოვეს.

 

Facebook Comments

ახალი დადებული