გედი ფოფხაძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანიც უნდა ჰყავდეს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაცემა „პირისპირში“ ნათქვამმა ფრაზამ – „მღვდლები ხშირად ერევიან იმ საკითხებში, რაც მათი საქმე არ არის“- სამღვდელოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ თემაზე საუბარი დღეს პარლამენტშიც გაგრძელდა. დეპუტატები ირწმუნებიან, რომ კანონმდებლობა სასულიერო პირების კარნახით არ იწერება. თუმცა, გამონაკლისი გედი ფოფხაძეა, რომელიც მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანიც კი უნდა ჰყავდეს.

„სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა არ ნიშნავს იმას, რომ არავის აზრი არ გაივალისწინო. პირიქით,  ეს ნიშნავს, რომ ყველას აზრი უნდა გაითვალისწინო, მითუმეტეს დომინანტი რელიგიური გაერთიანების“, – ამბობს დეპუტატი.

აპატრიარქოს საპარლამენტო მდივნის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით მიმართა საპრეზიდენტო კანდიდატმა  მიხეილ გელა სალუაშვილმაც. ინიციატივა უკვე დარეგისტრირებულია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: