დავით ჭიჭინაძე და ნატო ჩხეიძე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ

დეპუტატები დავით ჭიჭინაძე და ნატო ჩხეიძე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ. მათ საკუთარი ფრაქციების დატოვებაზე განცხადება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ჟურნალისტებთან საუბარში ჭიჭინაძე ამბობს, რომ ნატო ჩხეიძესთან ფრაქციაში ყოფნის გამოცდილება აქვს. ისინი ერთ ფრაქციაში, 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტში იყვნენ.

თავის მხრივ, ნატო ჩხეიძეც აცხადებს, რომ მას ჭიჭინაძესთან ერთ ფრაქციაში ყოფნის გამოცდილება აქვს.

„ტრადიციონალისტთა კავშირში“ ერთად ვიყავით. მე „პატრიოტებიდან“ წამოვედი, დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნებიდან“ და შევხედავთ, საიდან გავლენ, რადგან დამოუკიდებელი დეპუტატები ცოტანი არ ვიქნებით და შეიძლება, რაღაცაზე ვიფიქროთ“, – განმარტავს ჩხეიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული