ოცნების „დამოუკიდებელი“ კანდიდატი, ცივ წყალს ასხამს ოცნების ამომრჩევლის ნერვებზე

,,მიHა მოვა VS ბიძინა დარჩება

ძალიან ცუდი სიტუაციაა საქართველოში.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ აქ დავცინით “უმცროს ლეიტენანტს”, ვაკრიტიკებთ სალომეს გამონათქვამებს. რეალურად ვსხედვართ და ველოდებით მოვლენების განვითარებას იმ სცენარით, თუ რა დაწერეს იქ, ზევით!

ბოდიშს ნამდვილად არ მოვიხდი, რადგანაც თუ ვიღაცეების “აზრები” და წინასაარჩევნო “დვიჟენიები”, რომელიც ძირითადად ამომრჩევლის დაშინებით – მიHა მოვა VS ბიძინა დარჩება, 60 ვატიანი ჩინური ნათურასავით გადაიწვა.
“ბრძოლის ველზე” ორი “პარტია” “ლიდერობს” და არავინ არ საუბრობს იმ მესამე “ძალაზე” რომელიც ფაქტობრივად მართავს პროცესებს.

ვაშაძის “ქორები”, რომლებიც თავიანთი უაზრო განცხადებებით – 41 დღეში მერაბიშვილს და ახალაიას შეიწყალებენ და სალომეს ყოვლად არაადექვატური განცხადებებით, ევროკავშირულ ენაზე რომ ვთქვა, უპირისპირდება ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუციას, ეკლესიას, წყალს ბოკერიას წისქვილზე ასხამენ.

ვაშაძის გუნდი, რომელსაც არანაირი რეიტინგი არ გააჩნდა, ზურაბიშვილის, ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოცნების არაადექვატური წინასაარჩევნო კამპანიის ჩემდეგ, ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა, საკმაოდ სერიოზულად ფიქრობს მაქსიმუმ პირველ ტურზე და მინიმუმ მეორე ტურის “დემოკრატიულ“შედეგზე.

ოცნების „დამოუკიდებელი“ კანდიდატი, ყოველ დღე წყალს ასხამს. წყალს ვაშაძის წისქვილზე და ცივ წყალს ოცნების ამომრჩევლის ნერვებზე.

პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს რეალობა, რაც დღეს არის იმ პიარის დამსახურებაა, რომლებიც ბებიის სკივრიდან ამოღებული ჩრჩილით შეჭმული ხალათის მსგავსად, ოცნებამ ისეთ მემკვიდრეობად ჩათვალა, რომ იმ საბჭოთა გენერლების ცოლებს დაემსგავსა, რომლებიც გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე გერმანიიდან წამოღებული პენუარებით გამოცხადდნენ. გამოცხადდნენ, რადგანაც არ იცოდნენ პენუარსა და საღამოს კაბას შორის განსხვავება.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი, გია გაბრიჩიძე. 

Facebook Comments

ახალი დადებული