პატრიარქმა საკვები მომაწოდა – ზაზა სარალიძემ შიმშილობა შეწყვიტა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პატრიარქის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ სარალიძემ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოწოდება იყო უწმინდესისგან, რომ შიმშილობა შემეწყვიტა და ადგილზევე შევწყვიტე. რადგანაც ცუდად ვარ ამდენი დღის შემდეგ, თავად მომაწოდა საკვები. დამლოცა, დალოცა საქართველო. აქციებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. მკითხა, საქმის მსვლელობა როგორ არის და მოკლედ მივაწოდე ინფორმაცია, რომ მკვლელებს ისევ აფარებენ ხელს. აქციები გაგრძელდება. ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, სანამ მართლა სატანები არ მოშორდებიან ქვეყანას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული