პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში გარდაცვლილთა ხელმოწერებიც აღმოჩნდა

პრემიერმინისტრის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენ დოკუნტაციაში გარდაცვლილთა ხელმოწერებიც აღმოაჩინეს.

„ქრონიკის“ წყაროსგან ცნობილი გახდა, რომ სიაში სხვა უზუსტობებიცაა. ის ამბობს, რომ არც ოპოზიციის მხარდამჭერია და არც ხელი მოუწერია რაიმე სახის დოკუმენტისთვის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამ თემაზე რეპორტაჟი „ქრონიკამ“ 18 სექტემბერს მოამზადა, დღეს კი მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების განმარტებით, მათ ცესკოს თავმჯდომარის მიმართვაც მიიღეს.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია რომ გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

Facebook Comments

ახალი დადებული