საოცარი მსგავსება – როგორ გამოიყურება ჯონ და ჟაკლინ კენედების შვილიშვილი

ჟაკლინ ლი ბუვიე ონასისი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი პირველი ლედია. როდესაც ის ცოლად ჯონ კენედის გაყვა, 31 წლის იყო და მაშინვე დაიპყრო ამერიკელების გული თავისი ელეგანტურობითა და სტილით.

1957 წელს ცოლ-ქმარს გოგონა, კეროლაინი შეეძინათ, რომელიც მამასავით პოლიტიკოსი გახდა. ის 2013-2017 წლებში იაპონაში აშშ-ის ელჩი იყო.

კეროლაინი დედას ვერც სილამაზით და ვერც პოპულარობით შეედრება, რასაც ვერ იტყვით მის ქალიშვილზე, როუზზე, რომელსაც ბებიის ასლად მიიჩნევენ.

როუზმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა და ინგლისური ენის ბაკალავრის წოდება მიიღო. გოგონა ნიუ-იორკში ცხოვრობს და კომედიურ ფილმებში თამაშობს, თუმცა მაყურებლები მასში მხოლოდ მხიარულ შემსრულებელს არ ხედავენ, არამედ ჟაკლინ ლი ბუვიე კენედი ონასისის ასლს.

თავის მხრივ, როუზი არ იზიარებს ამ მოსაზრებას და არაფრით ბაძავს თავის ცნობილ ბებიას .

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული