ძალიან მაგრად გალამაზებული პარკი გვექნება მალე ვაკეში

Nusagi

ძალიან მაგრად გალამაზებული პარკი გვექნება მალე ვაკეში,-ამის შესახებ მხატვარი ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში წერს და პროექტის ფოტოს აქვეყნებს. ირაკლი ჟვანიას პოსტს მანჩო გიორგობიანი გამოეხმაურა, მისი თქმით, ვაკის პარკის პროექტს იცნობს, რომელიც მართლაც უნიკალური იქნება.

„ირაკლი ჟვანიას ვაკის პარკის სუპერ-პროექტს მე ვიცნობ, ცოტა ხანში რენდერებსაც მომცემს… სასწაული პროექტია, ხალხნო, ვერ ვითმენ და წინასწარ გილოცავთ!!! მსოფლიოში ყველაზე გრძელი კასკადური ფანტანი გვექნება, გერმანიისას ვჯობნით!…
და კიდევ ბევრი სიახლე, სილამაზის გარდა, გერმანიაში, იმ პარკისთვის დადიან ტურისტები სპეციალურად, მილიონობით დამთვალიერებელი ჰყავს და ჩვენი 20 მეტრით (თუ სწორად მახსოვს)) მეტია… ნუ, მეტი ნაღდად არის ))) ჩვენი თბილისი
მსოფლიოში უნიკალური პარკი გვექნება, მენდეთ!… “,-წერს მანჩო გიორგობიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: