მანჩო გიორგობიანი-მართლა თქვა რურუამ ასეთი რამე?!…

 ,,ეს, მართლა თქვა სადმე? “საღოლ” მაშინ რა! ცხოვრებას არაფერი უსწავლებია, საკუთარ შეცდომებზეც ვერ ვსწავლობთ, არათუ სხვის, თუ როგორ არის ჩვენი საქმე? ასე უცბად დაგვავიწყდა ყველაფერი, 90-იანების სრული კოშმარი?!.
სხვა ნაცისტებიც თუ ასე ფიქრობენ მართლა,.. ბრძენი ებრაელების დაწყევლილები ყოფილან, მწარედ თან, “შენი არ იცოდე, სხვისი არ გაგეგოსო”!…

ჯერ, 90-იანების ცოდვებიდან ვერ ამოვსულვართ!.. ოთხჯერ წამოვიწყეთ, ან პროვოკაციას წამოვეგეთ, . ძმათაშორისი შეიარაღებული კონფლიქტი!.. , რა თქმა უნდა “კეთილმეგობრული მეზობლების” , და პროვოკაციებსაც წამოვეგეთ , როგორც სულელები , ავყევით ე.წ.. ოდიოზურ ფიგურებს , მათ შორის, “პოლიტიკოსებსაც”, რომელთაგანაც, როგორც ისტორიამ დაადასტურა, ძალიან ბევრი იყო და არის სხვა ქვეყნის აგენტიც, საკუთარი კეთილდღეობისთვის და ძალაუფლებისთვის გაყიდული ნაძირალა, უახლოეს წარსულშიც დადასტურდა, რომ ბევრი პოლიტიკური ფიგურა, ისტე(ა)ბლიშმენტიდან,, იყო და არის ორმაგი აგენტიც. რომლებმაც, როგორც ნიჭიერმა არტისტებმა, დაზეპირებული , ხან ზვიადის ჟესტიკულაციით, ხან ჰიტლერის აპრობირებული მანერებით, გებელსის სკოლაგავლილებმა, უნამუსოდ ასულელეს თავისი ხალხი, ბევრი “ისტი”, საყვარელ პოლიტიკოსებთან ასოცირებით, ენდობოდა და ენდობა გაქნილ, ბოროტ მასხარებს და ეჩვენება, რომ ისინი გულწრფელები არიან ამ “ემოციებში”…

მერამდენედ უნდა წამოვეგოთ ამ ნაცად ილეთებს? ვინმეს კიდევ გინდათ იარაღი, ომი და ყველა ის უბედურება, რაც ყველა რევოლუციას და ომს ახლავს, რაც არ უნდა დიადი მიზნებით იყოს შეფუთული.. ყველა ცნობილი რევოლუციონერი იყო სასტიკი, თუ არ წაგიკითხავთ, ჩაგუგლეთ მაინც, დღეს მაინც გვაქვს წვდომა ინფორმაციის უშრეტ წყაროსთან, ინტერნეტის წყალობით… ყველას შეგიძლიათ ამოიღოთ ცალმხრივი, ორმხრივი და გინდაც სამმხრივი , ნეიტრალური ისტორიკოსების ჩათვლით, შეფასებები ყველა რევოლუციის და ომის კატასტროფული შედეგების შესახებ, მერე, რამდენად რთულია ქვეყნის ფეხზე დაყენება და ა.შ..

აგერ, სულ ცინცხალ, უკრაინის მაგალითს მაინც გადაჰხედონ, რევოლუციების ” მოტრფიალეებმა”… და ისევ , თუ ვინმე “ჭკუათამყოფელს” მოუნდენა 90-იანებში დაბრუნება, არ არის სულით ხორცამდე და თხემით ტერფამდე, საკუთარ გამორჩენაზე ორიენტირებული?.. დაფინანსების წყარო სხვადასხვა შეიძლება იყოს – უცხო ქვეყანა (ქვეყნებიც), მსხვილი კორპორაციებისც კი, (გსმენიათ ალბათ კორპორატოკრატიის შესახებაც, როდესაც მსხვილი ფინანსური ჯგუფები მართავენ სიტუაციას, ისევ და ისევ საცოდავი ხალხის ხარჯზე… ისევ და ისევ მშრომელი ხალხი დაიჩაგრება, წესიერი ადამიანები გაწვალდებიან და გაუბედურდებიან შეიარაღებულ კონფლიქტებში, მოსახლეობა ზარალდება პირველ რიგში, ბავშვები რჩებიან გაბათლების გარეშე და დღესაც ვიმკით იმ კონფლიქტების შედეგებს, დღესაც ვერ ამოვსულვართ ფინანსური კრიზისიდან.. დღესაც არ აღდგა ნორმალური სწავლა-განათლება .. დღესაც დაავადებულია ხალხი “ომის სინდრომით”…

ამერიკაში, 1950-იანებიდან დღემდე, ოფიციალურად არის აღიარებული “ვიეტნამის სინდრომი”, როგორც დაავადება, დღემდე ებრძვიან 13 000 კილომეტრის იქეთ მომხდარი ომის შედეგებს და არამარტო, არსსებობს ერაყის, ავღანეთის და სხვათან სინდრომებიც, მედიცინაში აღიარებული თუ არაღიარებული, მაგრამ რთულად სამკურნალო და ხშირად ფატალური შედეგებით… 100 თაბახის ფურცელი არ მეყოფა იმ პრობლემების ჩამოსათვლელად, რაც რევოლუციას, ომს , ამ უბედურებას ყოველთვის თან სდევს… თითქოს, ის მოუნელებელი შეცდომები არ კმაროდეს!..

დღეს რომ “კაცი” იარაღის ხელში აღებას ინატრებს და დაუშვებს, იმას რა უნდა ედოს ტვინში, თქვენ გაიხსენეთ და მითხარით, .. თორემ მე, გადასარევად ვფლობ იარაღსაც, გავლილი მაქვს მედ.დის კურსებიც, სამხედროს გაკვეთილები არ გამიცდენია არც სკოლაში და არც უნივერსიტეტში დავკლებივარ ლექციებს.. კვალიფიცირებული ექთანიც ვარ და ტყვიას ტყვიაშიც ვაჯენ,, გლოკ17 ჩემი საყვარელი იარაღია… ჩემიანებს და ჩემს გარშემო მყოფებს გადასარევად დავიცავ და არც კონტრ.შეტევაზე გადასვლის შემეშინდება, ვმართავ არა მხოლოდ საბრძოლო მძიმე ტექნიკას, არამედ ცხენითაც და ფეხითაც გავალ ტყეში , სადაც მშვენივრად ვორიენტირდები, არც საკვები მოგვაკლდება..

ყველა ჩემს გარშემო მყოფსაც გავიყვან და გადავარჩენ .. საქმე საქმეზე თუ მიდგა, სულ მცირე, ერთ აბოიმა “რევოლუციონერს” მაინც გავიყოლებ .. სიკვდილით მე არ შემაშინოს კიდევ ვინმემ რა, სიამოვნებით გადავინაცვლებ ჩემ შვილთან ჩასახუტებლად და კიდევ ბევრ ნაბი@ვარს დავასამარებ მანამდე.., ვინც ჩემი ქვეყნის მართლა მშვიდობიან წინსვლას და დემოკრატიულ (demos kratos – ხალხის მმართველობა) განვითარებას დაემუქრება!… 

თხა თხაზე ნაკლებიო, მგელმა შეჭამაო რა… მაგრამ მაინც იმ ხალხის ტვინში ჩამახედა , ვინ ისევ იარაღზე და იარაღის ტრიალზე ოცნებობს?1.
რა იყო, შემოგაკლდათ “ოქრო და ვერცხლი”?!.. თუ ჩვენი დასინება განუზრახავთ?..

ვაი, იმის პატრონს, ვინც თავში გაივლებს იარაღის აღებას და ქვეყნის დაწიოკება მოუნდება. დაუნდობლად გადაუვლიან ცემი მართლა ნაომარი მეგობრები, არ დაუსვებენ იგივეს, ყველა ნამდვილი ვაჟკაცი ნანობს, 18-21 საერთოდ, ახალგაზრდობაში რაც დაგვემართა, სისასტიკე და დაუნდობლობა თანმდევია ამ ყველაფრის…. 

ისედაც ცოდვებში ვიხრჩობით და კიდევ ეს გვინდა? მართლა მაინტერესებს, ვის გინდათ და გეოცნებებათ იარაღი და 90-იანები? .. დახოცილი მეგობრები?.. განადგურებული ახლობლები?.. ამ დავიდარაბაში ფიქიკადანგრეულები და მძიმე , სასტიკი ცხოვრების გამო გამო განარკომანებულები, ისევ “გვამის სუნი”(მედიცინაშიც არის “ტრუპნოი ზაპახ”.. რომ არ ამოსდით მეხსიერებიდან.. უმეტესობას უმძიმესი დეპრესია… ზოგმა თავი მოიკლა , ზოგი სახლიდან ვერ-აღარ გამოდის, ოჯახსაც ვერ ადგება… იყო შემთხვევები, იარაღი გაუვარდათ და დაიღუპნენ უაზროდ, ზოგს მეგობარიც შემოჰკვდომია, ტუტუცურად, სატრიპაჩოდ ნასროლი ტყვიით, ოჯახის წევრებიც ,.. იარაღის თამაშ-თამაშში სისტემატიურად ხდება უბედური შემთხვევები!.. ვიღაცამ მოინელა, მოინანია, ვიღაც იმდენად არაადამიანია, რომ “სიამოვნებით” გაივლიდა იგივეს?!.. არ ვიცი, ჩემთვის და ჩემი სამეგობროსთვის წარმოუდგენელია და ყველანაირად აღვუდგებით…

არ არსებობს იმ “ადამიანზე ” ნაძირალა ვისაც ომის და რევოლუციის რეალური სახე , სრული “რომანტიკა” ნანახი აქვს და კიდევ იმაზე ოცნებობს..?! ეგ კი არა და თუ რამე ადამიანური შემორჩენია იგივეზე როგორ უნდა ოცნებოდეს, გინდაც იტყვით როგორ უნდა “გაეთამაშოს” ამ უმტკივნეულეს, ტრაგიკულ თემას, როდესაც ყოველ კვირა მეგობარს და ახლობელ ახალგაზრდებს ვასაფლავებდით? მოფენილია ჩემი თაობით სასაფლაოები… 

არ არსებობს, ომგმვლილ კაცს, ნამდვილ მამაკაცზე ვამბობ და არაიმ ნაბო@ვრებზე, თავი კაცი რომ ჰგონიათ , მტერიც კი ეცოდება! ახლო წარსული თუ არ გინახავთ, ან გახსოვთ, საბჭოთა და გერმანელი ჯარისკაცების შეხვედრები მაინც არ გინახავთ ტელევიზიით? რეზო თაბუკაშვილის ფილმი მაინც ნახეთ, და მიხვდებით ეს რა ემოციაა.. ვისაც არ გინახავთ , შეგახსენებთ , გასწავლით – ბოლო-ბოლო ჩაგუგლეთ და ნახეთ, რას უშვება ქვეყანებს ომები და რევოლუციები .. რამდენი ხანი სჭირდება ამ ჭაობიდან ამოსვლას, მერე, რამდენი წელი გიხდება გადასაგდები და გინდა, რომ აღარასოდეს გაგახსენდეს, როგორც ბასრი დანა, ისე გსერავს და გაწამებს მოგონებები…

იარაღი სუსტებს სჭირდებათ, ძლიერთან, როდესაც სხვა გამოსავალს ვერ პოულობენნ, რომ ადამიანი დაჩაგრონ, გაწეწონ, დააყაჩაღონ, დააშინონ, გამოსძალონ , ” ვ მუტნოი ვოდე, რიბკა ლოვიტსია” -ო , თუ როგორ არის ჩვენი საქმე , ვინმეს ეჩვენება, რომ მარტო თვითონ იცის “ომის ხელოვნება”?!
ისე, ცნობისთვის!… “კაკოვ პრივეტ, ტაკოვ ოტვეტ” -ოო, ხომ გაგიგონიათ?! ჰოდა,.. მოსახვევში არ მოცურდეთ ყველა, ვინც შავბნელ წარსულზე ოცნებობთ!..

NO PASARAN , CAMARADAS! ADIOS !..

P.S. ვინმემ მომაწოდეთ რა “წყარო”, მართლა თქვა რურუამ ასეთი რამე , სად და როდის? ცოტა ვერ ვიჯერებ, რომ წარსული მოენატრა მიუხედავად იმისა, რომ იმ ჭაობში თევზივით გრძნობდა თავს., როგორც ბევრი ჩვენგანი, აზანზარებად ქვეყანას ჩემი უახლოესი წრე, მაგრამ მაინც ბავშვობას მივტირიტ და უმეტესობა, დათმობდა იმ მილიონებს და ნოლიდან ცხოვრების დაწყებაზე არიან თანახმა, ოღონდ ამ “კეთილდღობას” შეწირული უახლოესი ადამიანები გაუცოცხლდეს., თუმცა არიან გამონაკლისებიც, იშვიათი ნაძირალები, ვინც ქვეყნის ადღლამუზებაზე ოცნებობს, კიდევ ფავორში რომ იყოს, ქაოსში..” ანარხია მაწ პორიადკა “?! სარკეში რომ იყურებიან, ,”ბაწკა” მახნოდ ხომ არ ეზმანებათ თავები, ნეტავ? ეჰჰ, “მეჩტი, მეჩტი , გდე ვაშა სლადოსწ?!”.. ნაც-ანალებმა იოცნებეთ რევოლუციაზე, მეგალომანიაკი მიჰას სააკოვის ბელადობით და შორს გაფრინდებით, დზაან!.. “-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მანჩო გიორგობიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული